22, ოქტომბერი 2021 12:20:00
"ნიკა მელია სე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი" - ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს.
"ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. აი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას. შეეშვას ტყუილებს, მანაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი. ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი. ის არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.