17, ნოემბერი 2017 14:03:00
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უმასპინძლეს. სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის 35 მდე წარმომადგენელს დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა და დანიშნულება გააცნო. ისაუბრეს დეპუტატების უფლებამოვალეობებზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.