30, დეკემბერი 2016 08:19:00
„აჭარის ტელევიზია და რადიო“ კონკურსს აცხადებს. საზოგადოებრივი მაუწყებელში ამ ეტაპზე სამი ვაკანსიაა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის, წამყვან-რეპორტიორისა და ვებ-რედაქტორის პოზიციაზე განაცხადების მიღება 10 იანვრამდე გაგრძელდება. კონკურის ორ ეტაპად ჩატარდება: განაცხადების მიღება და გასაუბრება. აპლიკანტი სფეროს შესაბამისად გამოცდილი უნდა იყოს. დამატებითი ინფორმაცია ვრცლად ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.