05, თებერვალი 2017 11:08:00
დაკავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი. ელგუჯა ბაგრატიონს და ბონდო თედორაძეს საგამოძიებო ორგანო სამართალდამცავებისთვის წინააღდეგობის გაწევას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად დააკავეს. დაკავებულები აჭარის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. ოპოზიციის ლიდერებს ამ წუთებში თანაგუნდელები ხვდებიან. პარტიის წევრები მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. არსებული ინფორმაციით, თედორაძე და ბაგრატიონი კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას თხოვდნენ, თუ რის საფუძველზე გადაიკეტა ბათუმი - ქობულეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი.