28, დეკემბერი 2017 14:03:00
ბათუმის ბულვარი ნაძვის ხეს ხვალ ოფიციალურად აანთებს. სტუმრებს ადმინისტრაცია კოლონადებთან, საღამოს 18 საათისთვის ეპატიჟება. ნაძვის ხის გარდა სტუმრებს აქ დახვდებათ სხვადასხვა დეკორაციები, მორთული „ბამბუკის ხეივანი“ და რაც მთავარია საახალწლო ღონისძიება. შესრულდება ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე და მამუკა გოგიტიძე, ასევე სხვადასხვა ბენდები. ბულვარის კოლონადებთან წარმოდგენილი მოეწყობა სხვადასხვა თემატიკის გამოფენა-გაყიდვები. ღონისძიება ორ საათს გაგრძელდება.