28, დეკემბერი 2017 14:04:00
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლები ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ესტუმრნენ. ნებეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოხუცებს პირობა მისცა, რომ მხარდაჭერას ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში გამოუცხადებენ. სათნოების სავანის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა ბათუმის მერის მოადგილემაც. მოხუცებმა ყურადღებისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადეს, მათ შორის ლექსით.