10, იანვარი 2017 05:40:00
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. თანამშრომლებს ახალი დირექტორი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ნიჟარაძის კანდიდატურაზე არჩევანი მისი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით შეაჩერეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი იმ გამოწვევების და პროექტები განხორციელებას გეგმავს, რაც უწყებას 2017 წლისთვის აქვს დაგეგმილი. რაც შეეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს ნიჟარაძისმტკიცებით, ამ ეტაპზე უწყებაში რეორგანიზაცია არ იგეგმება. ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს. 2012 წლიდან დღემდე იგი ამავე უწყებაში დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.