30, ივნისი 2018 20:45:00
ბათუმის სანდასუფთავების სამსახური ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში დასუფთავების აქციას განაგრძობს. დღეს ბარცხანის დასახლებაში არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა. სანდაუფთავების 10-მდე თანამშრომელმა ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანა, მოსახლეობას კი მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს. სამსახურის წარმომადგენლების თქმით მსგავსი აქცია ყოველკვირეულად ჩატარდება და ის ქალაქის თითქმის ყველა უბანს მოიცავს.