07, ივლისი 2018 20:42:00
ვინ დარჩება და ვინ წავა ზურაბ პატარაძის გუნდიდან ჯერჯერობით უცნობია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა პირველი კომენტარი გუშინ, მისი კანდიდატურის წარდგენისას გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ აჭარის მთავრობა კომპეტენტური პირებითაა დაკომპლექტებული, თუმცა არც ცვლილებები გამორიცხა. თორნიკე რიჟვაძე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკურ კრიზისს არ შექმნის და მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.