14, ივლისი 2018 20:47:00
გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს შეხვდა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, რიჟვაძისგან მას აინტერესებდა თუ როგორ ხედავს ის რეგიონის მომავალს და რა გზებით აპირებს იგი აჭარის გაძლიერებას. მიიღო თუ არა ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი პასუხები კითხვებზე არ ამბობს, თუმცა მარგველაშვილისთვის, რიჟვაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მიუღებელი ნამდვილად არ არის. უკომენტაროდ არ დარჩენილა არც ოპოზიციურო სუბიექტები. მარგველაშვილი აცხადებს რომ მას მოლოდინი ჰქონდა უმცირესობა საკუთარ კანდიდატს წარმოადგენდა.