14, ივლისი 2018 20:45:00
პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს - ასეთი შეფასება გააკეთა მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იმ ქმედებების შედეგია, რასაც „ქართული ოცნება’ 5 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფას, დაკნინებას, პოლიტიკურ შანტაჟს, პროპაგანდას - განაცხადა პრეზიდენტმა. ჩვენ ასევე დავინტერესდით შესაძლოა თუ არა მარგველაშვილი გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან. პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ხედვა არ აქვს. განცხადება პრეზიდენტმა დღეს მაცნეს სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვებს გიორგი მარგველაშვილი პირისპირ პასუხობდა.