14, ივლისი 2018 20:41:00
ბათუმში მიკროავტობუსები, 1 სექტემბრიდან, შეცვლილი სქემით დაიწყებენ მოძრაობას. მანამდე კი, ბათუმის მერია, მიკროავტობუსით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსს აცხადებს. 30 ივლისიდან, 1 აგვისტომდე, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მქონე ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა მერიაში დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით კი სამარშრუტო ტაქსები ტექნიკურად შემოწმდება. ავტომობილის ასაკი, კონდენცირების სისტემა, შესაბამისი სტანდარტების მქონე სავარძლები და უსაფრთხოების ნორმები - ეს ის კრიტერიუმებია რომლებსაც მიკროავტობუსები უნდა აკმაყოფილებდნენ.