28, ივლისი 2018 20:11:00
ბათუმის საკრებულოში, პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა მცირდება. დღეიდან ერთპროცენტიანი ბარიერი 0,5 პროცენტამდე დავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს რომლებიც საკითხების მოგვარებას პეტიციის გზით მოითხოვენ, უკვე არა 1 400 არამედ 700 ხელმოწერა დასჭირდებათ. ინიციატივა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. სულიკო თებიძე ამბობს, რომ ახალი სისტემა მოქალაქეებს გაუადვილებს მათი ინიციატივებისა და იდეების მუნიციპალიტეტამდე მიტანას, ასევე გაზრდის ადგილობრივების ჩართულობას.