14, სექტემბერი 2018 20:06:00
თევზის, როგორც საკვების პროდუქტის პოპულარიზაცია და რეგიონის წყლის ფაუნის წარმომადგენლების გაცნობა - ამ მიმართულებით ბათუმში ღონისძიება გაიმართა. ბულვარში ბათუმელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს ადგილზე გაცნობისა და დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდა.