17, სექტემბერი 2018 20:04:00
ტურიზმის და სამშენებლო სფეროში სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის ასევე, ურთიერთობების დამყარების მიზნით აჭარას უნგრეთიდან სავაჭრო სახლის წარმომადგენლები სტუმრობენ. მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამომავლო საქმიანობის შესახებაც. ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.