19, სექტემბერი 2018 20:13:00
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. გელა დეკანაძის თქმით, უწყებამ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მილიონ 150 ათასი ლარი გადარიცხა. თანხით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ეზო უნდა მოწესრიგებულიყო. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოებისთვის შესაძლებელი იყო ნაკლები თანხები დახარჯულიყო. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.