19, სექტემბერი 2018 20:08:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი აბარამიძის სარჩელი, სასამართლომ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ირმა ტოგონიძემ ბარამიძის სარჩელი, საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში, არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბარამიძე თანამდებობაზე მას შემდგე აღდგება, თუ არხი გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას ირაკლი ბარამიძე დადებითად აფასებს. აჭარის ტელევიზიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდა. პირად საუბარში იურისტმა განაცხადა, რომ არხი გადაწყვეტილებას კანონის დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელევვიზია ვალდებულია გათავისუფლებულ თანამშრომელს ნაცდური ხელფასი აუნაზღაუროს. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსი ირაკლი ბარამიძე სამსახურიდან გასული წლის მარტში გაათავისუფლეს. მიზეზად მაუწყებლის კუთვნილი ვიდოეკამერის შენობიდან უნებართვოდ გატანა დასახელდა