20, სექტემბერი 2018 20:07:00
სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა განცხადებებისთვის განკუთვნილი დროით ისარგებლეს. უმცირესობის წარმომადგენლებმა ადგილობრივ პრობლემებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით მიმიდინარე საკითხებზე გააკეთეს კომენტარები. უყურადღებოდ არ ჩაუვლია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სხდომების დახურვის საკითხს. ოპოზიციამ მოუწოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესდეს. ხმაური გამოიწვია სალომე ზურაბიშვილის კომენტარების განხილვამაც. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით მსგავსი საკითხები უნდა დაიგმოს. განცხადებები გაკეთდა რიგ სხვადასხვა საკითხებზეც.