01, ოქტომბერი 2018 14:09:00
დღეიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები პარკების წარმოება სანქცირებადი ხდება. დამრღვევები პირველ ეტაპზე 500 ლარითა და პროდუქტის კონფისკაციით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია 1 000 ლარი იქნება, ასევე მოხდება შესაბამისი პროდუქციის ჩამორთმევა. შესაბამისი გადაწყვეტილება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მიიღო. ტექნიკური რეგლამენტი ორ ეტაპად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე პოლიეთილენის ნაწილობრივ ამოღება მოხდება. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ქვეყანაში ოქსოდეგრადირებადი და პლასტიკის პარკების საერთოდ აიკრძალება. რეგლამენტის შესრულებას სახელმწიფო რამდენიმე უწყების მეშევეობით განახორციელებს. ესენია ფინანსთა სამინისტრო, გარემოს ზედამხედველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. თემაზე ვრცლად მთავარ გამოშვებაში