02, ოქტომბერი 2018 17:02:00
3 ოქტომბრიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას - ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობითაა შესაძლებელი, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც vet.emis.ge -ზე. რეგისტრაცია 19 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.