28, თებერვალი 2017 20:21:00
ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმური შემადგენლობის გამო 400–1000 წელზე მეტხანს რჩება, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს, თუკი რათქმაუნდა ასეთი ხდება, აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო. პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს, ეს პროცესი ხელს უწყობს სათფურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ალბათ აღარავინ იკითხავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოხმარებიდან ამოღება? როგორც ცნობილია პოლიეთილენის პარკების სხვა პროდუქციით ჩანაცვლების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. ჩვენ დავინტერესდით რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში რეგულაციის ამოქმედება, არიან თუ არა კომპანიები მზად სიახლისთვის და რას შეუწყობს ხელს ინიციატივა?