30, ოქტომბერი 2018 14:09:00
საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა სამი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს. მათი გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საკრებულოს 2018 წლის დადგენილებაში. კერძოდ, განისაზღვრა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვის ეძლევა მოვალეობის შესრულების უფლება. ასევე, დებულებით განისაზღვრა საჯარო მოხელის განმარტება და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები. საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ბიუჯეტის სამი კვარტლის შერულების შესახებ ინფორმაცია. სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-19 წლების სამოქმედო გეგმაც.