30, ოქტომბერი 2018 14:05:00
ხმაურიანი აღმოჩნდა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. კამათი მუნიციპალიტეტის მერის განცხადებას მოყვა. ჯუმბერ ვარდმანიძემ „ნაციონალური მოძროაბის“ წევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება მიშა ბოლქვაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს, სადაც დეპუტატი მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდა. ვარდმანიძემ საკრებულოს წევრს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. კამათი გამოიწვია თეიმურაზ დუმბაძის მიერ წყალკანალის ხელმძრვანელის დადანაშაულებასაც. მერმა დუმბაძესაც დავით მიქელაძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. სხდომაზე სიტყვიერად ერთმანეთს დეპუტატები სულხან დუმბაძე და შორენა ცინცაძეც დაუსპირისპირდნენ.