08, მარტი 2017 17:15:00
ბათუმის სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას გადაეცა. ღონისძიებას ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. რაგბის ბაზა ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი 5 000, ხელოვნურსაფარიანი მოედანი კი 2 484 მაყურებელზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სულ 7 მილიონ 355 ათასი ლარი დაიხარჯა. საერთო თანხიდან სამმილიონნახევარ ლარზე მეტი ბათუმის მერიამ, დანარჩენი კი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.