19, აპრილი 2019 17:12:00
4 მომხრე, ერთი მოწინააღმდეგე - მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ერთადერთი, ვინც ნათია კაპანაძის გადადგომას არ დაეთანხმა ბეჟან გობაძეა. დირექტორისადმი უნდობლობის საკითხი, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს დააყენა. კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.