19, აპრილი 2019 17:03:00
წაბლანის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ეს იყო რეგიონისა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, როდესაც მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიის შედეგად დაღუპულებს პატივი დღეს სოფელ წაბლანაშიც მიაგეს .