13, იანვარი 2017 11:24:00
ნანა კალანდაძე ერთ-ერთია იმ პედაგოგებს შორის, ვინც იანვრის ბოლოს გაზრდილ დანამატს მიიღებს. უფროსი პედაგოგი, ხელფასზე დანამატის სახით, 180-ის ნაცვლად, 320 ლარს მიიღებს. პედაგოგები ამბობენ, რომ გაზრდილი დანამატი მათთვის მნიშვნელოვანია.
20 იანვრიდან გაზრდილ დანამატს საჯარო სკოლის ის მასწავლებლები მიიღებენ, რომლებსაც საგნობრივი გამოცდა აქვთ ჩაბარებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებისთვის დანამატის გაზრდის შესახებ ბრძანება გასული წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
დანამატების რაოდენობა განსხვავდება საფეხურების მიხედვით. უფროსი მასწავლებლები, 180-ის ნაცვლად, 320 ლარს მიიღებენ, წამყვანი პედაგოგები 270-ის ნაცვლად -500-სს, მენტორ-აღმზრდელებს კი 400-ის ნაცვლად, 700 ლარი დაემატებათ. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის წახალისებით, პედაგოგებს პროფესიული განვითარების კუთხით, სტიმული და მოტივაცია ეზრდებათ.
ხელფასთან ერთად, გაზრდილ დანამატს ბათუმში საჯარო სკოლების 500 პედაგოგი მიიღებს.