07, ივნისი 2019 17:54:00
მიიღებს თუ არა ბათუმი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს, ეს ხვალ, მადეირაზა გახდება ცნობილი. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა ,და კიდევ რამდენიმე ქალაქი. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს საიტზე www.worldtravelawards.com/vote 28 აპრილამდე შეეძლო. ,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.