07, ივნისი 2019 18:19:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შოტოკან კარატეში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გამარჯვებულებს შეხვდა. სპორტსმენებმა 24-26 მაისს რუმინეთში მე-10 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრზე რეგიონიდან 8 სპორტსმენი წარსდგა. მათ 1, 2, და მე-3 საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.