25, ივნისი 2019 17:10:00
საქართველოში რუსი ტურისტების შემცირებასთნ დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე მოვლენებს მნიშვნელოვანი შოკი უწოდა. ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს იმისათვის რომ სხვა ქვეყნებიდან მოიზიდოს ვიზიტორი და მცირე ბიზნესს დაეხმაროს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მცირე სასტუმროს მფლობელებიც.