12, ივლისი 2019 14:25:00
კახეთში უბედურ შემთხვევას შუახნის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თუშეთის გზაზე, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე მოხდა.
მამაკაცი სამუშაოების შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.