12, ივლისი 2019 20:50:00
გიორგი გახარიას ელჩების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ გამოძიება გამოავლენს, ვინ რას აკეთებდა პარლამეტნის შენობაში მასთან ერთად.
ხდებოდა თუ არა დიპლომატების მობილიზება აქციის მიმდინარეობის პარალელურა? საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია თავდაპირველად უარყო:
ვლადიმერ კონსტანტინიდმა თემის განმეორებითი კომენტირებისაც გიორგი გახარიას ნათქვამი დაადასტურა. თუმცა აღნიშნა, რომ ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუწვევია.
საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ გიორგი გახარიას განცხადებამ შესაძლოა, საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გახვიოს. ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ხელმძ
ვინ გასცა 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება? შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს, რომ მითითება ძალოვანი უწყების თანამშრომლებს მან მისცა. პარალელურ რეჟიმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება. ამ ფონზე კი უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წასვლას არ აპირებს. მინისტრის ინტერვიუს აქცენტები ვნახოთ სიუჟეტში
ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა - ამის შესახებ შს მინისტრმა ტვ პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. კიდევ ერთხელ მისი განცახდებებიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ იგი პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამბობს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას დაუძახებენ - სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს, რადგან არ აქვს უფლება, კომპრომისი დაუშვას.
ვინ გასცა 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება? გიორგი გახარიამ დააზუსტა და თქვა, რომ მითითება მან გასცა და იმოქმედა კონსტიტუციის ასევე, კანონმდებლობის ფარგლებში.
მინისტრის თქმით, როცა ნიკა მელია აქციის მონაწილეებს მიმართავდა პარლამენტში შეხვედრასთან დაკავშირებით, პარალელურად სხვადასხვა ფლანგებიდან ორგანიზებული შტურმი მიდიოდა. ეს სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა და ის აღიკვეთა.
გიორგი გახარიას ინტერვიუ აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები TV პირველის სტუდიასთან შეიკრიბნენ - ცალი თვალი აიკრეს და მინისტრს საყვირებითა და შეძახილებით - „გახარია, წადი!“, გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ღვანელის ინტერვიუს, ოპოზიციამ აღიარებითი ჩვენება უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მას 20 ივნისის ღამეს პირდაპირი კომუნიკაცია მხოლოდ გერმანიის ელჩთან ჰქონდა, გია ვოლსკის თქმით, პოლიციის პასუხი იმ შეტევაზე, რასაც საათების განმავლობაში უძლებდნენ, უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გუშინ, ტვ პირველის ეზოში იმყოფებოდნენ განაცხადეს, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს, რადგან ქვეყანაში პასუხისმგებლობის გრძნობა დამკვიდრდეს.