14, აგვისტო 2019 21:20:00
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა.
1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, დაიწყო. სეპარატისტთა მხარესიბრძოდნენ ადგილობრივი სომხები და დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომელთაც არაოფიციალურად მხარს რუსეთი უჭერდა.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.