14, აგვისტო 2019 21:05:00
კიდევ ერთი ისტორიული ფოტო ბათუმს. ფოტოგრაფი რეაბილიტირებულ ფანტაზიაში, საზოგადოებაში კი ,,რვაფეხას “ სახელით ცნობილ ობიექტში, კიდევ ერთ ფოტოს იღებს. გივი ნახუცრიშვილი შენობის არქიტეტურულ მნიშვნელობაზე გვესაუბრება და რვაფეხას ფუნქციურ დატვირთვაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ბათუმის ბულვარში ზღვასთან ახლოს მდებარე შენობა 1975 წელს აიგო. გახსნისთანავე კაფე ბათუმის მკვიდრთა და საპორტო ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმართა თავშეყრის განსაკუთრებულ ადგილად იქცა. მოზაიკით მოპირკეთებული გამორჩეული ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
წლების წინ აგებული ფუნქციურ ქანდაკება თანდათან დაზიანდა, შედეგად დღის წესრიგში მისი დემონტაჟის საკითხი დადგა. მაშინ ამან საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია და სამოქალქო აქტივისტებმა ძეგლის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყეს. მათ შორის იყო შოთა გუჯაბიძეც.
რვაფეხას “ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. რეაბილიტაციაზე კი მხატვარ-რესტავრატორი ილია ფესვიანიძემ იმუშავა. სამუშოაები თითქმის დასრულებულია, თუმცა როგორ გააგრძლებეს იგი ფუნქციონირებას უცნობია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტორში აცხადებენ, გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი.
მოზაიკით მოპირკეთებული გამორჩეული ფორმის შენობა კულტურული მეკვიდრეობის სტატუს არ ატარებს. სააგენტოში ამბობენ, რომ საკითხზე მსჯელობენ.