16, აგვისტო 2019 16:07:00
უბედური შემთხვევა ბაკურიანში. მშენეაბრე კორპუსიდან 56 წლის კაცი ჩამოავრდა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცოხვრებია. იგი სამუშაოდ ბაკურიანში, ერთ- ერთ მშენებარე სახლში მუშად მუშაობდა. ოჯახის წევრების თქმით, კაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვრდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.