18, აგვისტო 2019 00:15:00
"28 წლის არგენტინელი კაცი ჰეისუს ჰეიზი საკუთარ ეზოში ხის ტოტებს ჭრიდა, როდესაც ფეხი დაუცდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მისი ძაღლი ტონი მიწაზე მწოლიარე პატრონს ჩაეხუტა და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გვერდიდან არ მოშორებია", - წერს ინტერნეტ პორტალი "Yahoo".
პატრონისა და ძაღლის ემოციური ფოტოები ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა, რასაც არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა. ტონის თათები და თავი მამაკაცის მკერდზე ჰქონდა დადებული და სევდიანი უყურებდა, სანამ ექიმები ჰეიზის სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანდნენ.
კაცის თქმით, მან რამდენიმე წლის წინ ქუჩიდან უპატრონო ძაღლი აიყვანა. მას შემდეგ ტონი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.
"მე მას ჩემს შვილს ვეძახი. ის გვერდიდან არ მშორდება. ჩემს ცოლს იგი საძინებლიდან არაერთხელ გაუძევებია", - ამბობს ჰეიზი.
ტონის პატრონი კლინიკაში დღემდე მკურნალობს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: zooclub.ge