21, აგვისტო 2019 11:52:00
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური ამ დრომდე ეთერში არ გასულა. არხზე სულ სამი გამოშვება: დილის 9-ზე, 10-ზე და 12 საათზე ჩავარდა. ამ დრომდე უცნობია განაახლებს თუ არა დღეს "კურიერი" მუშაობას, ან საერთოდ ვინ იქნება გამოშვების წამყვანი.
მუშაობა შეჩერებული აქვს მაუწყებლის ოფიციალურ გვერდსაც, სადაც ახალი ამბები ბოლოს გუშინ აიტვირთა.
სოციალურ ქსელებში ჟურნალისტები ეტაპობრივად არხიდან წასვლის შესახებ წერენ.
შეგახსენებთ, "კურიერი" გუშინ, უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა. მთავარი გამოშვება დაახლოებით 5 წუთიანი იყო. წამყვანებმა არხიდან წასვლის შესახებ განმარტებები გააკეთეს და მაყურებელს დაემშვიდობენ.