23, აგვისტო 2019 20:59:00
საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. შენობაში კი რამდენიმე თვის წინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბში მონაწილე პირების პროცესი მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში სწორედ დაკავებულების ახლობლები იყვენენ შეკრებლები და მოსამართლისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ. ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები უდანაშაულოები არიან. საქმეზე დაკავებულებიდან წინასწარ პატიმრობაში ოთხი პირი რჩება, ხოლო მოქალაქე, რომელსაც ინციდენტისას იარაღი ჰქონდა, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს სამედიცინო დაწესებულების ეზოში, ორი ადამიანი დაჭრეს. ინციდენტი პაციენტების მნახველებს შორის მოხდა. ს