11, სექტემბერი 2019 20:55:00
საჯარო სკოლების დირექტორებსთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. ისაუბრეს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე . „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დაიწყება ოჩხამურის საჯარო სკოლის მშენებლობა.