03, ოქტომბერი 2019 20:55:00
განათლება რისკის ფასად. სკოლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც საგანამანათლებლო პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობს. ჩამტვრეული ფანჯრები, დაზიანებული იატაკი, ღონისძიებები სკოლის დერეფნებში და სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახებში. რატომ არ უატარდება რეაბილიტაცია შენობას, რომელიც ამას რეალურად საჭიროებს? გულნარა ლეფსაია არკვევდა
დირექტორის განცხადების მიუხედავად, რომ გაწვიმებისას საკლასო ოთახში წყალი არ ჩამოდის, საპირისპიროს მოწმობს აქ არსებული დმგომარეობა. ეთერ ძიძიგური იმასაც ირწმუნება, რომ შენობაში სწავლა საფრთხის შემცველი არაა, ეს იმ ფონზე,როცა საკლასო ოთახში, ფაჯრის შუშები ჩამტვრეულია, რამდენიმე ოთახში კი იატაკია დაზიანებული.
თანამედროვე ეპოქაში ასეთი სკოლა ქობულეთში, სოფელ სკურაში მდებარეობს. შენობა 1960 წელს აშენდა, მას შემდეგ კი რეაბილიტაცია არ ჩატარებია. წლები აქ საგანმანათლებლო დაწესებულების კედლებს კარგად ეტყობა. ერთსართულიან შენობაში არც დახურული სპორტული და არც სააქტო დარბაზი არ არსებობს. ღონისძიებებს მოსწავლეები სკოლის დერეფანში მართავენ, სპორტის გაკევთილი კი წვიმიან ამინდში კლასში უტარდებათ
დაზიანებულ შენობას დაზიანებული საპირფარეშოც ემატრება, რომელიც შენობის გარეთ, უკანა ეზოში მდებარეობს. განათლების შესაბამის პირობებში მიღების აუცილებლობაზე საუბრობს მესამე სექტორი. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაში, განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ქობულეთის რესურსცენტრში ამბობენ, რომ სკურას მსგავსად, დროულ რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტშე მდებარე 13 სკოლა საჭიროებს. მადონა ბოლქვაძის თქმით, მათ ასეთი შენობების შესახებ სამინისტროს ინფორმაციას ყოველწლიურად აწვდიან. სკურას სკოლის რეაბილიტაცია ამ ნუსხაში წინა წლებშიც რამდენჯერმე მოხდა.
საიმედოს კი აჭარის განათლების მინისტრი ვერაფერს ამბობს. მაია ხაჯიშვილი აცხადებს რომ პროექტი არსებობს,თუმცა წელს ბიუჯეტში მშენებლობის თანხები არ არის გათვალისწინებული.
მანამ , სანამ ხელისუფლება პრობლემას გადაჭრის, 53 მოსწავლეს განათლების მიღება კვლავ ამორტიზებულ შენობაში მოუწევს.