04, ოქტომბერი 2019 17:38:00
ცეცხლაურის საბავშვო ბაღში, უკვე მორე დღეა სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ამის მიზეზი ისაა, რომ დაწესებულებას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქობულეთის მერიასთან შეთანხმებით მიიღეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ია ხალვაშის თქმით, სააღმზრდელო პროცესი დაზიანებული წყლის მილის აღდგენისთანავე განახლდება.