04, ოქტომბერი 2019 18:35:00
გორში სამშენებლო საამქროში მუშა დაშავდა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 50 წლამდე კაცი იმ დროს დაშავდა, როდესაც ის ბლოკის ცეხში დაზგას წმენდდა. დაშავებული ამ ეტაპზე სტაციონარშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.
"გორმედში შემოყვანილია კაცი, რომელსაც თავის ტვინის შერყევა და მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება თავის არეში. ასევე მას მიღებული ტრამვის შედეგად ყურის სანახევრო ამპუტაცია დასჭირდა. ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობიოს მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს დათო გაციტაშვილი
"როგორც ვიცით დანადგარს წმენდდა, რა დროსაც მოწყობილობა შემთხვევით ჩაერთო და თავი დაზგაში ჩაჰყვა. საშინელება იყო, თუმცა ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, როგორც ვიცით ახლა კარგად არის, თუმცა ყურის ამპუტაცია დასჭირდა." - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.