05, ოქტომბერი 2019 12:28:00
თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.
თამთა თოდაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან ნასვამ უფროს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი განუცხადა, ჯიშკარიანი გაბრაზდა და კაბინეტში ყველაფერი დალეწა. ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატის შვილი სუს-ში მუშაობს, ამიტომ დაზარალებულს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
"სექდსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას, რომ გავექეცი მერე მცემა"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი. მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ისნის მაჟორიტარის ბიუროში ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს დაზიანებული ნივთები.