07, ოქტომბერი 2019 21:24:00
ქუთაისში კრიმინალური პოლიციის ავტომობილი ამოტრიალდა და ტყეში გადავარდა. სავარაუდოდ, ავტომობილის სავალი გზიდან გადასვლა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავუბილა და ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
წყარო: topnews.com.ge