სოფლები სასმელი წყლის გარეშე და ჭების იმედად დარჩენილი მოსახლეობა. ქობულეთში, მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ჯიხანჯურში, ცეცხლაურსა და დაბა ოჩხამურში ადგილობრივებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. უწყლობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ბაღებში.
2019 წლის 8 ოქტომბერი. შემოდგომა. ახლა ეს დროა, თუმცა, დაბა ოჩხამურში ამბობენ, რომ 90-იან წლებს უბრუნდებიან.
სოფელში 500-მდე ოჯახი, მხოლოდ ამ ჭის იმედადაა დარჩენილი. თუმცა, ამ პატარა ჭას, მასზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო, თავისი დიდი შესაძლებლობები ხშირად ეწურება.
უწყლობის გამო, ოჩხამურის საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღეა შეჩერებულია. დაწესებულებაში არცერთი პასუხისმგებელი პირი არ დაგვხვდა. სკოლაში კი პროცესი მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ, საკუთარი ძალებით სასმელი წლყლის მომარაგების ხარჯზე გრძელდება.
ამავე მიზეზით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ცეცხლაურის საბავშვო ბაღშიც. დაწესებულებაში გვარწმუნებენ, რომ წყლის მიწოდება ხვალ აღდგება და სააღმზრდელო პროცესიც განახლდება.
თუმცა, ასე იმედიანად არ არიან განწყობილნი ამ სოფლის მცხოვრებლები. ოჩხამურისგან განსხვავებით, ცეცხლაურს ჭა ვერ ამარაგებს. წყლის მომარაგება კი მეზობელი სოფლებიდან, ამ ხერხით, უწევთ.
ადგილობრივები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ. მათ ვისაც, არ აქვთ სატრანსპორტო საშუალება, სასმელად წვიმის წყლის გამოყენება უწევთ.
სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხელისუფლების იმედად ვეღარ იქნებიან და საკუთარი ძალებით ძველი ჭების აღდგენა დაიწყეს.
დაბა ოჩხამურის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, პრობლემაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოში დიდი ხანია საუბრობს, თუმცა უშედეგოდ.
ეს წყალსაცავი სიუჟეტში ნაჩვენები სამი სოფლის 2000 მდე ოჯახს უნდა ამარაგებდეს, თუმცა, ამ ფუნქციას, ამ ეტაპზე არ ასრულებს. აიპი „ქობულეთის სოფლის წყალში“ ამას იმით ხსნიან, რომ წყალსაცავში შესაბამისი ტუმბო დაზიანდა.
შეჩერებული სააღმზრდელო პროცესის ფონზე, ითხოვს თუ არა საკითხთან დაკავშირებით ქობულეთის ბაღების გაერთიანება მერიისგან პასუხს? გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ხალვაშმა მხოლოდ სიტყვიერად განგვიმარტა, რომ საკითხით ინტერესდებიან, თუმცა უწყებისგან ზუსტ დროს, როდის აღდგება სოფლებში წყლის მიწოდება, პასუხად ვერ იღებენ.