09, ოქტომბერი 2019 09:38:00
გორში , ჭალის დასახლებაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 39 წლის ცოლს სცემა. როგორც თვითმხილველი ,,რეგიონულ კვირასთან” საუბარში ყვება, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა .
“ძალიან ხშირად ხდება ამ ოჯახში მსგავსი ძალადობის ფაქტები. გუშინ ისეთი ნაცემი იყო ეს ქალი, რომ სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. ცხვირიდან და პირიდან სისხლის ნაკადი მოსდიოდა, ფაქტობრივად მთელი ღამე არ გვეძინა მეზობლებს”, – განაცხადა დაშავებულის მეზობელმა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 126 მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.