ბოლო 2 წლის განმავლობაში ბათუმში საზეიმო ღონისძიებების გასამართად გამოყოფილი თანხების ნახევარზე მეტი ტენდერის გარეშე გაიხარჯა. საუბარია ჯამში 827 ათას 735 ლარზე. კვლევის შედეგებს საერათაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. რა ღონისიძიებები მოყვა ანგარიშში - დოკუმენტს გულნარა ლეფსაია გაეცნო
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2017-2019 წლებში, ,,ბათუმობისადმი“ მიძღვნილი ყველა ღონისძიება ტენდერის გარეშე ჩატარდა. საუბარია 18 პირდაპირ შესყიდვაზე და ჯამში 249 ათას 558 ლარზე.
კვლევის შედეგებს არ იზიარებს ღონისძიების ორგანიზატორი. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამივე წელს ტენდერი გამოცხადდა, პირდაპირი შესყიდვა კი ღონისძიების მონაწილეების მიმართ გაფორმდა.
ანგარიშში მოხვდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც. დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ერთი თვით ადრე დაფუძნებულ კომპანია ,,ჯეო ივენთთან“, გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ღონისძიებების ორგანიზებისთვის დაახლოებით 57 ათასი ლარი ჩაურიცხა. ყველაზე დიდი თანხა ამ გზით სწორედ ბათუმის კულტურის ცენტრს აქვს დახარჯული. საუბარია ჯამში 697 ათას, 105 ლარზე.
ანგარიშში მოხვდა აჭარის ანათლების სამინისტროს მიერ 2017 წელს, გაწეული ხარჯიც. უწყებამ ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების გამართვა, 105 ათას 500 ლარად ,,ინვეტ პროდაქშენს“ დაუკვეთა. კვლევის ავტორების თქმით კი, აღნიშნული კომპანია ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელ ანა სიხარულიძეს ეკუთვნის.
ირკვევა, რომ ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვებს ღონისძიებების შემჭიდროვებული ვადებით ხსნიან, თუმცა ახალი წელი, დამოუკიდებლობის დღე, ბათუმობა - ეს ის ღონსიძიებებია, რომლებიც წლის დასაწყისში იგეგმება. შესაბამისად, „საერთაშორიოს გამჭვირვალო საქართველო“ მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს არსებული პრაქტიკა დაგმონ და კონკურენტული ტენდერები გამოაცხადონ.
ორგანიზაციის მიერ გამოყენებული კვლევის თანახმად, კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნული ღონისძიების მოსაწყობად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებენ, უმეტესად უკონკურენტოდ იმარჯვებენ. საერთაშორიოს გამჭვირვალობაში მიიჩნევენ, რომ არსებული პრაქტიკა კულტურის სფეროს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის შთაბეჭდილებას ტოვებს. კვლევის თანახმად, საზიმო ღონისძიებეის გასამართად, ბოლო სამ წელიწადში 39 შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოცხადდა კონკურენტული ელექტრონული ტენდერი.