11, ოქტომბერი 2019 09:51:00
სენაკში ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორს თავს დაესხნენ. ხელკეტებით შეიარაღებული მძარცველები ოპერატორს სეიფის გახსნას აიძულებდნენ. მათ ძალის გამოყენებით 260 ლარის წაღება მოახერხეს. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.