11, ოქტომბერი 2019 11:31:00
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ერთი დღით გადაიდო და ხვალის ნაცვლად, 13-14 ოქტომბერს გაიმართება. მიზეზი უამინდობაა. ღონისძიება წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდება და ორ დღეს გაგრძელდება. ფესტივალზე, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, იმართება და მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცაა.