11, ოქტომბერი 2019 17:25:00
საჯარო უწყებების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, სახელმწიფოს მხოლოდ 2018 წელს - 20 მილიონ 47 ათას 896 ლარი აქვს დახარჯული, დასაქმებულთა რაოდენობა კი ათას 37 - ია. კვლევას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა რომ გასულ წელს, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მომატებულია თანამშრომლებთა რაოდენობაც. ამ მხრივ ლიდერია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს, მესამე ადგილს კი, განათლების სამინისტრო იკავებს. ორგანიზაცია შედეგებს 194 უწყებაზე მიღებულ პასუხებზე დაყრდნოით აქვეყნებს.